9 იანვარს, 10:30 საათზე, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრესკონფერენციას გამართავს და გააკეთებს საგანგებო განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით.
მის.: აღმაშენებლის გამზ. #61, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისი
საკონტაქტო პირი სოფო ხუციშვილი - 599 911 811
9 იანვარს, 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: გრიპის ვირუსის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა; ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევები; კლინიკებში არსებული ვითარება; ვირუსის ცირკულაციის ეტაპები და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
9 იანვარს, 11:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მელიქიშვილი ბრიფინგს გამართავს.
მის: ჭავჭავაძის 29, საკონტაქტო: 551662525
9 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: გრიპის ეპიდემია.
9 იანვარს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა სეზონური გრიპის თემაზე ბრიფინგს გამართავს.
მის.: ერისთავის ქ. #9 (მრგვალ ბაღთან), გაეროს ოფისი
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70
9 იანვარს, 14:00 საათზე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია.
მის.: აბულაძის 8
9 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ექიმის, საქართველოს რადიოლოგიური სკოლის ამღორძინებელის, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის დამფუძნებლისა და მისი პრეზიდენტის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიეო-საიუბილეო სხდომა ჩატარდება, რომელსაც აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე გახსნის.
მის.: რუსთაველის გამზ. #52, მე-5 სართულის სდომათა დარბაზი