მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში მივა

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში გაიმართება.

შეხვედრის მთავარი საკითხი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში შიდა აუდიტის სამსახურის შესვლა და ამავე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხია. ჯაშის განცხადებით, მინისტრი დეპუტატებთან შესახვედრად მზად არის.

„კომიტეტის სხდომაზე პროცედურა არ დარღვეულა. პირადად ჩემთვის იმ სხდომაზე, სადაც უნდა განგვეხილა ინსპექტირების სამსახურის ანგარიში, მინისტრის დასწრების აუცილებლობა არ ყოფილა. მიხეილ ბატიაშვილი მზად არის უმცირესობასთან შესახვედრად. შეხვედრა ალბათ, თებერვლის დასაწყისში გაიმართება",- განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა 28 დეკემბერს უნდა გამართულიყო. აღნიშნულ სხდომაზე სამინისტრო აუდიტის სამსახურის უფროსით იყო წარმოდგენილი, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. მათ სხდომაზე მინისტრის დაუსწრებლობა გააპროტესტეს. სხდომა ხმაურით წარიმართა, რის გამოც განხილვა არ გაიმართა. საბოლოოდ, სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხების განხილვა მინისტრის მონაწილეობით გაიმართებოდა.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს