რომან გოცირიძე - მნიშვნელობა არა აქვს, ვინმეს პიროვნულად მოსწონს მამუკა ხაზარაძე თუ ”ალერგია აქვს” ბანკებზე, გადაუვლიან დიდ ბიზნესს

იმ ინფორმაციამ, რაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პრესაში ”გაჟონა”, ტყუილ-მართალის ნაზავია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძე „თიბისი ბანკიდან“ პროკურატურის მიერ დოკუმენტების ამოღებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს.

„რუსეთში ოლიგარქები არ უყვარდა ხალხს, ან რატომ უნდა ყვარებოდათ. ამ სიძულვილზე ააგო პუტინმა თავისი მოქმედების ტაქტიკა და ზოგი გაანადგურა(პოლიტიკურად ამბიციურები) და ზოგიც თავის სამსახურში ჩააყენა. ”იუკოსის” და ხადარკოვსკის კამპანიის წარმატებით დამთავრების შემდეგ გახდა პუტინი ფაქტობრივად რუსეთის იმპერატორი. როცა ფინანსური სადავეები საბოლოოდ ჩაიგდო ხელში, მერე გაბედა ბევრი რამ, მათ შორის საქართველოსთან ომი და ყირიმის მიერთება. რაც საქართველოში ხდება, ეს არის ამ სქემის მსგავსი რამ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინმეს პიროვნულად მოსწონს მამუკა ხაზარაძე თუ ”ალერგია აქვს” ბანკებზე. გადაუვლის დიდ ბიზნესს (თანაც პოლიტიკურად მის მომხრეებს)-გადაუვლის მთელ ქვეყანას. იმ ინფორმაციამ, რაც ”თიბისი” ბანკთან დაკავშირებით პრესაში ”გაჟონა”, არის ტყუილ-მართალის ნაზავი. ეს ჩანს მისი ”ფინანსური სურათიდან”.

თუ ყველაფერი ”იუკოსის” სქემით წარიმართა, ეს პოლიტიკური დიქტატურის და ფინანსური სისტემის ჩამოშლის დასაწყისი იქნება და ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, - აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა