ზურაბ მელიქიშვილი - ხელისუფლებამ რუსთაველებს სპექტაკლი დაუდგა, თითქოს ვიღაც მგზავრობის ტარიფს ზრდის და ვიღაც ამას ეწინააღმდეგება

„ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ რუსთაველებს სპექტაკლი დაუდგა, თითქოს ვიღაც ზრდის ტარიფს და ვიღაც ამას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ მან „ძალა ერთობაშიას“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ მელიქიშვილმა ხელისუფლებას ტარიფის 1,50 ლარზე დაბრუნებისკენ, ბიუროკრატიული დანახარჯების შემცირებისკენ და სტუდენტებისთვის ტარიფის განახევრებისკენ მოუწოდა.

„ნაცვლად იმისა, რომ სტუდენტებისთვის ტარიფები გაენახევრებინათ, რისთვისაც ჩვენ დაახლოებით ორი წელია ვიბრძვით, რუსთავში განახორციელეს სადამსჯელო ოპერაცია და მოსახლეობას გაუძვირეს მგზავრობის ღირებულება, რაც 2 ლარი გახდა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ყველა მერი, საკრებულოს ყველა თავმჯდომარე არის ივანიშვილის მიერ დანიშნული. ასევე ყველას მოეხსენება, რომ ნებისმიერი ფირმა, რომელიც ტენდერს იგებს ამ მომსახურებაზე ან სხვა საქმიანობაზე, არის ივანიშვილთან დაკავშირებული. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, დაედგათ რუსთაველებისთვის სპექტაკლი, თითქოს ვიღაც ზრდის ტარიფს და ვიღაც ამას ეწინააღმდეგება და აჩვენებენ გარკვეულ „ბრძოლას“. სინამდვილეში ეს არის სპექტაკლი და შედეგი არის ის, რომ ყოველდღიურად რუსთავში ასეულობით შემთხვევა ხდება, როდესაც მოქალაქეებსა და მძღოლებს უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება. ასეთი გადაწყვეტილებით მათ მოქალაქე და მძღოლი დატოვეს ერთმანეთის პირისპირ, კამათის და ჩხუბის ამარა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავის „ინტერტრანსთან“, მერიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დროზე გონს მოეგონ, დააბრუნონ ტარიფი 1,50 ლარზე, მოიკლონ თავისი ბიუროკრატიული დანახარჯები და სტუდენტებს გაუნახევრონ ტარიფი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას, ვინაიდან ამ სპექტაკლებით და არაფრისმომცემი ნაბიჯებით ისინი ვერაფერს მიაღწევენ და, პირიქით, მიიღებენ ძალიან დიდ გაღიზიანებას მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ საკრებულოს დონეზე და აქციების დონეზეც წინააღმდეგობას გავუწევთ მათ და მივაღწევთ იმას, რომ რუსთავში რუსთაველებს მგზავრობის ნორმალური ტარიფი“ , - განაცხადა მელიქიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა