ჭავჭავაძის გამზირზე ავარიის შედეგად დაშავებული სამი მუშა ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

ჭავჭავაძის გამზირზე ავარიის შედეგად დაშავებულმა სამმა პირმა, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ განუცხადა, მათთან 3 პირი შეიყვანეს, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა გაუწიეს.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო. შესაბამისად მისი გაწერა კლინიკიდან მალევე მოხდა. რაც შეეხება კლინიკაში შემოყვანილ ორ დაშავებულ პაციენტს, მათ ჰქონდათ თავის ტრავმა. ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა, რის შემდეგაც მათ გამოთქვეს სურვილი, რომ დაეტოვებინათ კლინიკა და ამჟამად ისინი უკვე გაწერილი არიან“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მამაკაცებს დაეჯახა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი.

დაშავებულებები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს