რომან კაკულია - დღესვე რომ იყოს გადაწყვეტილება მისაღები, მოსამართლეთა სიას მხარს არ დავუჭერდი, თუმცა ამ დროს გამოვიყენებ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად

დღესვე რომ იყოს გადაწყვეტილება მისაღები არ დავუჭერდი მხარს, თუმცა ამ დროს გამოვიყენებ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად და საბოლოოდ რა პოზიციაზეც ვიქნები, ამ პოზიციას გამოვხატავ კენჭისყრის დროს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ განუცხადა. კაკულია ემხრობა კრიტერიუმების განსაზღვრის იდეას, რადგან ყველაფერი გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს.

„ამ საკითხს მხოლოდ მორალურ-ზნეობრივი მხარე არ აქვს, არის კიდევ რაღაც სხვა შინაარსი, რომელიც ამ თემასთან ჩემი არც თუ ისე სიახლოვის გამო, შეიძლება არ ვიცოდე. მინდა ამ დეტალებში გავერკვე რა არის მოტივაცია ამ სიის წარდგენის, რა შედეგი შეიძლება დადგეს. ეს გადაწყვეტილება, რომ მისაღები იყოს დღესვე და მე რომ მსჯელობის დრო არ მქონდეს, იძულებული გავხდებოდი მეხელმძღვანელა მხოლოდ საზოგადოებაში არსებული განწყობით და დავმდგარიყავი საზოგადოების მხარეს. ვინაიდან, არის დრო, მე თავს შევიკავებ ჩემი საბოლოო პოზიციის დასახელებისგან.

მოვა ღილაკზე დაჭერის დრო, მანამდე კი ეს დრო მინდა გამოვიყენო სხვადასხვა დეტალების განსახილველად. დღესვე რომ იყოს გადაწყვეტილება მისაღები არ დავუჭერდი მხარს, თუმცა ამ დროს გამოვიყენებ და რა პოზიციაზეც ვიქნები, ამ პოზიციას გამოვხატავ კენჭისყრის დროს. მანამდე გუნდში იქნება მსჯელობა. მაქვს შეგრძნება, რომ მხოლოდ ზნეობრივი კატეგორიებით არ უნდა განვსაზღვროთ ეს თემა, ფარდის მიღმაც მინდა გავიხედო რა შედეგი დადგება“, - განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, წარდგენილ კანდიდატებს საზოგადოება არ ღებულობს და ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს.

„იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მოსამართლეები არიან აბსოლუტურად უსამართლოდ ბრალდებული ან ისეთი კათარზისი განიცადეს, რომ დღეს ისინი სხვა ღირებულებებს წარმოადგენენ და რისი დამტკიცებაც ძნელი იქნება, ამას საზოგადოება არ ღებულობს. ეს უნდა გავითვალისწინოთ. მე მაქვს ეჭვი, რომ არის დეტალები, რომელიც არ ვიცი და მინდა განვიხილო როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის მოტივაცია სადამდეც მიმიწვდება ხელი და შემდეგ ჩამოვყალიბდე საბოლოოდ“, - აღნიშნა კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა