საქართველოს საბანკო ასოციაცია - არ დავუშვებთ ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას

საქართველოს საბანკო ასოციაცია მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, - ასე ეხმაურება საქართველოს საბანკო ასოციაცია „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.

როგორც ასოციაციაში მიიჩნევენ, მსგავსმა კამპანიამ შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია, ასევე, მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

„საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით და წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტს. საფინანსო სექტორის გამჭირვალობის მაღალი დონე, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მუდმივად პოზიტიური შეფასებები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების/ინვესტორების სექტორში აქტივობა ადასტურებს სანდოობის მაღალ ხარისხს.

ბოლო პერიოდში "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღლი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს, როგორც რეალური ინფორმაციის სწორად აღქმის პროცესი ასევე შექმნას არასწორი მოლოდინები პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით.

საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო აუდიტორების, სარეიტინგო კომპანიების და ინვესტორების მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც "თიბისი ბანკის" ასევე მთლიანი საბანკო სექტორის მაღალ სტაბილურობას და მდგრადობას.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია ასევე მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - აცხადებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის