„თბილისი მოლის“ ავტოსადგომზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ ავტოსადგომზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორია უკვე დატოვეს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა და ამ ეტაპზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფრომაციით, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

„თბილისი მოლის“ ავტოსადგომის მეორე სართულზე ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილის ძრავში გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ყვითელი ლენტებით.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის