ზვიად კორძაძე - იმედია პროკურატურა ნახავს „თიბისი ბანკის“ მიერ გადაცემულ დოკუმენტაციას დეტალურად და მეტი კითხვა არ დარჩება

მამუკა ხაზარაძე და „თიბისი ბანკი“ ავრცელებს იმ ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება რეალობას, იმედია პროკურატურა ნახავს ამ დოკუმენტაციას დეტალურად და მეტი კითხვა არ დარჩება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, მათ პროკურატურას ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.

„ეს არ არის ვერსია, ეს არის დოკუმენტებით დადასტურებული სიტუაცია, ამ ფულების მისვლა-მოსვლა, წარმომავლობა, სად ჩაირიცხა, ბანკში შევიდა თუ არა, ეს გამჭვირვალე ოპერაციებია, ყველა ეს საბუთი პროკურატურას გადაგზავნილი აქვს. მესმის, რომ მოცულობითია, მაგრამ იმედი მაქვს რომ გაერკვევა“, - განაცხადა კორძაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა