გურჯაანში, ალაზნის არხში ავტომანქანა ჩავარდა, რის შედეგად მძღოლი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში მსუბუქი ავტომანქანა ჩავარდა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა და დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, 62 წლის მამაკაცს გუშინ საღამოდან ეძებდნენ და მის ცხედარს ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს. მანქანა და ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა არხიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.