ლევან გოგიჩაიშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრები ამდენ უფლებას რომ აძლევენ თავს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალეულობაა, მათ ასე ლაპარაკის უფლებას არ მივცემთ!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან და საერთოდ გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალეულობაა, რომ მან საბჭოს წევრებს მისცა მოტივაცია ასეთი ტონით ისაუბრონ პარლამენტის წევრებზე.

„ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, საერთოდ გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე. ესენი, რომ ასე იქცევიან, აქვს თავისი მიზეზები. ტონი, რომელიც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ისმის, ძალიან შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის, ჩვენი კოლეგებისთვის. ისინი, რომ ამდენ უფლებას აძლევენ თავის თავს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალეულობაა, რადგან მან მისცა საბჭოს წევრებს მოტივაცია, რომ ასე ესაუბრონ მისი გუნდის წევრებს. ჩვენ არ მივცემთ მათ ასე ლაპარაკის უფლებას.

კანონმდებლობით, ზოგადი კრიტერიუმები გაწერილია, მაგრამ ზოგად კრიტერიუმებსაც არ აკმაყოფილებენ ეს ადამიანები, ვერც პატიოსნებას, ვერც მაღალი ღირსების შეგნებას, ვერც თავისუფლების მაღალ სტანდარტს. ეს უცხოა ამ ადამიანებისთვის. თავისუფლების რა მაღალ სტანდარტზეა საუბარი, როდესაც უამრავი ადამიანი ჰყავთ გაუბედურებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ამ ადამიანებისგან უზენაესი სასამართლო.

მე ვერ ვხედავ ამ სიის გასვლის პერსპექტივას. არ ვიცი რას ჰპირდება პარლამენტის თავმჯდომარე მიქაუტაძეს ან სხვებს, მაგრამ ეს სია 76 ხმას ვერ მოიპოვებს. არათუ მიახლოებულ ხმებს აიღებს, არამედ სერიოზული კრახით დასრულდება კენჭისყრა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ლევან კობერიძემ წაიკითხოს კონსტიტუცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, მისი არსებობა, შემადგენლობა კონსტიტუციაშია დაფიქსირებული“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა ლევან კობერიძის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმად, „იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაშლელია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა