ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, დეა გოშხეთელიანის მსჯავრდებული მეუღლის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დეა გოშხეთელიანის მსჯავრდებული მეუღლის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისში გ.ბ-მ ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით სცემა.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ოჯახში ძალადობისთვის გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი.

სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისში გ.ბ-მ ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით სცემა, ხოლო მეუღლის მამას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.

გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს