დავით ჭიჭინაძე - ჩემი ეჭვები გამართლდა - მოსამართლეთა სიის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და იგი მხარს კობახიძის გუნდს უჭერს

ჩემი ეჭვები გამართლდა - მოსამართლეთა სიის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და იგი მხარს კობახიძის გუნდს უჭერს, - ასე აფასებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, საინტერესო ის არის, ხალხი რას უჭერს მხარს. ჭიჭინაძე აცხადებს, რომ როდესაც რაღაც საკითხის გატანა ხელების გადაგრეხვით ხდება, არ არის გამორიცხული პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

"ამ განცხადებით ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გუნდს და მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უჭერს მხარს. საინტერესო ის არის, ხალხი ვის უჭერს მხარს და რამდენად ემთხვევა ეს იმ დანაპირებს, რომელიც გაიცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის. მას რომ გაეკეთებინა მეორე ტურამდე განცხადება, რომ მხარს უჭერს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და სხვა მოსამართლეებს, არა მგონია, გაემარჯვებინათ. ის დაპირებები, რაც გაიცემა არჩევნების წინ, ამის მაგალითი არის დონალდ ტრანპი, თუ როგორ ცდილობს შეასრულოს თავისი საარჩევნო დაპირება. რა დაპირებასაც საარჩევნოდ ვიძლევით, უნდა შესრულება. ჩემი ეჭვები გამართლდა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო: დავით ჭიჭინაძე - ჩემი ეჭვები გამართლდა - მოსამართლეთა სიის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და იგი მხარს კობახიძის გუნდს უჭერს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა