კომპოზიტორ მანანა იმედაძის განცხადებით, ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის რძალს ვირუსთან ერთად მძიმე დაავადება ჰქონდა, აბსურდია

კომპოზიტორი მანანა იმედაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ მის გარდაცვლილ რძალს ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა. როგორც მანანა იმედაძე სოციალურ ქსელში წერს, მის რძალს არანაირი მძიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია და ამ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს,“ - წერს მანანა იმედაძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 წლის ქალის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ფლობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება.

იხილეთ ვიდეო: კომპოზიტორ მანანა იმედაძის განცხადებით, ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის რძალს ვირუსთან ერთად მძიმე დაავადება ჰქონდა, აბსურდია

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა