რამაზ საყვარელიძე - „ქართული ოცნების“ კრებიდან რა ამბებიც გამოვიდა, ის აისახა ივანიშვილის განცხადებაშიც, ამდენად, „ევრიკას“ დაძახება არ მოგვიწია

„ქართული ოცნების“ კრებიდან რა ამბებიც გამოვიდა, ის ამბები აისახა ივანიშვილის განცხადებაშიც, ამდენად, „ევრიკას“ დაძახება არ მოგვიწია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ გუნდის შიგნით კიდევ რაღაც პროცესები იყოს, რომლის გასამყარებლადაც გააკეთა აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

„პოზიცია ცნობილი იყო. მე უბრალოდ თვითონ განცხადების გაკეთების ფაქტი გამიკვირდა. რადგან ცნობილი იყო, ამიტომ ამ გაკეთების განცხადების აუცილებლობა თითქოს არ იდგა. ესე იგი რაღაც სხვა ხდება გარდა იმისა, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას თავისი აზრი გაუზიარა. შეიძლება შიგნით კიდევ რაღაც პროცესებია, რომლის გასამყარებლადაც ივანიშვილმა ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა