დავით სერგეენკო - დღეის მდგომარეობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა 44-მდე. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება სერიოზულია.

„დღევანდელი მდგომარეობით დინამიკა ასეთია - დაავადების რაოდენობები მცირდება, რაც ცალსახად პოზიტიურია, თუმცა ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუკი თუკი გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და მე არასწორად მიმაჩნია, რომ თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთის მხრივ თანმდევი დაავადებები და მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის გვიანი მიმართვა ექიმისადმი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო: გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული - არის თუ არა პირბადეების დეფიციტი აფთიაქში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა