დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ზოგიერთ აფთიაქში პირბადეების ნაკლებობა რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი ან პირბადეების ნაკლებობა არ არსებობს.

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირბადეების ნაკლებობა გუშინ რამდენიმე აფთიაქში იყო, თუმცა ეს სისტემური პრობლემა იყო და მალევე აღმოიფხვრა.

„სასწრაფოს გამოძახებების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 200-ით არის შემცირებული და ეს ტვირთი თავის თავზე აიღო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ და რომლებშიც მიმართვიანობა გაზრდილია. თუკი იყო 420, დღევანდელი მდგომარეობით არის 602. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც აქტუალურია საზოგადოებაში, მაგალითად, ანტივირუსული პრეპარატების არსებობა, ან დეფიციტი. ასეთი დეფიციტი არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მედიკამენტები უფასოდ გაიცემა, რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გუშინ გაჟღერდა, რომ რომელიღაც აფთიაქებში პირბადეების ნაკლებობა შეიქმნა, ეს რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა