თამარ ჩუგოშვილი - ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან მაქვს განცდა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წავა სწორად

ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან რა განცდაც მაქვს, არის ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წავა სწორად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ასე აფასებს პარტია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი.

„ამ განცხადებაში ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო პროცესთან დაკავშირებით. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არის, რომ სწორი პროცესით შევარჩიოთ მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იქნება ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რაც ამ მოწვევის პარლამენტს მოუწევს, რომ მიიღოს. ამ განცხადებაშიც აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ამ პროცესს პარლამენტმა სათანადო გულისხმიერება უნდა დაუთმოს.

ამ განცხადებიდან რა განცდაც მაქვს, პროცესი წავა სწორად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი. მოლოდინი მაქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ პროცესი წარიმართება სწორად, ჯერ კანონის მიღებით და შემდეგ ამ კანონის შედეგად კანდიდატების შერჩევით",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

იგი ვარაუდობს, რომ წარმოდგენილ სიას პარლამენტში მხარდაჭერა არ ექნება.

„ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ უმრავლესობა არის წინააღმდეგი ამ სიის. მე არ მგონია, რომ ამ სიას უნდა მივუბრუნდეთ და უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ გვარებზე, სანამ პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს",- აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს