დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს და იმ სიმპტომების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც გრიპის ვირუსს ახასიათებს.

სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, კონკრეტული სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.

„თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად, თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს, გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს. თუ ჩვენი გაციების სურათი ვითარდება, ანუ ისე ავად არის, როგორც აქამდე, მაგრამ პლუს ადამიანი არის კიდევ სხვა დაავადების მატარებელი, ორსული, მელოგინე, ან ასაკოვანი, ესეც ჩვენება არის იმისთვის, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო: "გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს..." - სერგეენკო ასახელებს სიმპტომებს, რომელთა გამოვლენის დროს ოჯახის ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა