ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ტყიბულის ცენტრში მოხდა.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომანქანა ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილობრივების განცხადებით, სამი ახალგაზრდა უბანში გადაადგილდებოდა, ერთ-ერთს მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც საკუთარ ბინასთან იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუს" შსს-ში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა