ბექა ნაცვლიშვილი - ივანიშვილის განცხადებაში დავინახე, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს და მოსამართლეობის კრიტერიუმების დადგენას თავადაც უჭერს მხარს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში დავინახე, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმების დადგენას თავადაც უჭერს მხარს, - ასე აფასებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი.

„სწორედ ამიტომ გავაკეთეთ განცხადებები, რომ გვინდოდა კონკრეტული კრიტერიუმები დადგენილიყო და გვინდოდა ამ სიაზე მეტი ემსჯელა გუნდს შიგნით. ვინ ვის აკრიტიკებს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ღიად გამოთქმულმა ჩვენმა პოზიციამ სიასთან დაკავშირებით გარკვეული თვალსაზრისით გუნდს უბიძგა მსჯელობისკენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია, რომ გუნდში არსებობს სივრცე ამ საკითხებზე მსჯელობის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა