დიმიტრი ხუნდაძე - სასამართლოს თემა არის ყველას სატკივარი, საზრუნავი და ეს არ არის ერთი ადამიანის ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სასამართლოს თემა ყველას სატკივარია და არ არის ერთი ადამიანის ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესი, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან კაჭრეთში განაცხადა, როდესაც შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„პოლიტიკა არის სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი პროცესი. ზოჯერ რაღაც იწყება და მთავრდება. რა დამთავრდება და როგორ გაგრძელდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, ეს მოლოდინი არის საზოგადოებაში და გასაკვირი არ უნდა იყოს სიახლეები. ვფიქრობ, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა შეეცადონ, რომ საზოგადოებაში ნათელი შეიტანონ და არა ვთქვათ, პრივატიზაცია მოახდინონ რომელიმე კონკრეტული თემის, მაგალითად სასამართლოების. ეს არის ყველას სატკივარი და საზრუნავი და ეს არ არის ერთი ადამიანის ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს