დავით სერგეენკოს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ საუბრები რუსული ნარატივის ნაწილია

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია სრულიად უსაფრთხოა. მისი თქმით, ლაბორატორიის წინააღმდეგ საუბრები რუსული ნარატივის ნაწილია.

,,ლუგარის ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურაა, რაც კი არსებობს რეგიონში. თავის დროზე აქ ძალიან დიდი ინვესტიცია გაკეთდა, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ტექნოლოგიურად, ასევე ადამიანური რესურსების მხრივ. შედარებაც კი გამიჭირდება, აი, რომ წარმოიდგინოთ - ძალიან დიდი, ორი ათას საწოლიანი საუნივერსიტეტო კლინიკა, ასეთი კალიბრის დაწესებულება არის ეს ლაბორატორია, რომელზეც ზოგ მეზობელ ქვეყანას აქვს პოზიტიური დამოკიდებულება და თანამშრომლობა, ზოგს კი ეს მოსვენებას არ აძლევს. ლუგარის ლაბორატორიის ამოქმედების დღიდან ჩვენ გვქონდა რამდენიმე წერილი მედიაში, რომელსაც დიდად არ ვაქცევდით ყურადღებას, ბოლო თვეებში გაძლიერდა ეს კამპანია ლუგარის ლაბორატორიისადმი. BBC-მ შესანიშნავი გამოძიება ჩაატარა ერთი თვის წინ, რომელმაც ძალიან დეტალურად დაადასტურა, რომ სრულიად უსაფრთხოა და არაფერი არ ხდება. მე პირადად გამიჭირდება, რომ გითხრათ, რა არის დაზუსტებული მიზეზი იმ ნარატივისა, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან, მაგრამ ის, ვინც იგივე სინქრონში და იგივე ნოტებს იღებს საინფორმაციო ველში, ვისი ინტერესი არის გასაგებია ცალსახად. რუსეთის ინტერესები ძალიან რთულია ჩემთვის რომ აღვიქვა, მაგრამ აქ, საქართველოში ვინც იგივე სიმღერებს მღერის, ჩემთვის ორი აზრი არ არის ვის ინტერესებსაც ემსახურება“, - განაცხადა სერგეენკომ.

თავის მხრივ, მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ნეგატივს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული უდევს, თეთრი თუ შავი შური.

„მოგეხსენებათ გრიპის ლაბორატორია, რომელიც ლუგარში გახლავთ, არის ერთ-ერთი იმ სამ-ოთხ ლაბორატორიას შორის, რომელიც აკრედიტებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის სიმდიდრეა. გრიპის სრულ მონიტორინგს რომ ვაწარმოებთ ქვეყანაში და ვიცით რომელი ვირუსები რა დროს ცირკულირებენ და ა. შ. ამას ვპროგნოზირებთ, ეს არის სწორედ რაც იქ კეთდება დაკვირვების მიზნით. ეს არის ქვეყნის სიმდიდრე და ამის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს რეგიონში. ამ ნეგატივს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული უდევს, მეტი არაფერი, თეთრი თუ შავი შური“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა