ზაქარია ქუცნაშვილი - როცა დაპირისპირების მიზეზად მოსამართლეთა წარმოდგენის ფორმა სახელდება, ივანიშვილის განცხადების საფუძველზე დაპირისპირება ამ მიზეზით ამოწურულად უნდა ჩაითვალოს

როცა გუნდში დაპირისპირების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარმოდგენისა და დამტკიცების ფორმა სახელდება, ბიძინა ივანიშვილის განცხადების მიხედვით, დაპირისპირება ამ მიზეზით ამოწურულად უნდა ჩაითვალოს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი საკუთარ წერილობით განცხადებაში ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა პროცედურებისა და კრიტერიუმების შემუშავების გზით უნდა მოხდეს, რასაც ბევრი ითხოვს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ დაპირისპირების მიზეზი მოსამართლეთა დამტკიცების ფორმასთან დაკავშირებით ამოწურულია.

ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებამდე, პირველ რიგში, შესამუშავებელია პროცედურა, მოსამართლეთა წარდგენის წესები და კრიტერიუმები. როგორც მან აღნიშნა, გუნდი მზად არის საკითხის განხილვას ერთი თვე და უფრო მეტი დროც დაუთმოს, თუკი საჭიროება იქნება. ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სწორედ ეს იყო ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რადგან მან დაადასტურა ის, რაც სწორია. რაც შეეხება ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადადგომის მიზეზს, ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება - როგორც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე აცხადებენ, გადადგომის საკითხი ბესელიასთან ჯერ კიდევ ზაფხულში იყო შეთანხმებული, ხოლო ეკა ამბობს, რომ ეს ასე არ იყო. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად იმას ასახელებს, რომ გუნდში იყო დაპირისპირება. დაპირისპირების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მართვასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. ვის რა ქვენაგრძნობა აქვს და ერთს ლაპარაკობს და მეორე მიზეზი ამოძრავებს, ეს უკვე ჟურნალისტებმა უნდა ამოიცნოს - თქვენ უნდა დაადგინოთ, ვინ გულწრფელია ამ საუბრების დროს და ვის რაღაც ქვენაგრძნობა ამოძრავებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა