მუხიანში ელექტროშოკის გამოყენებით ქალზე ძალადობაში ბრალდებული დააკავეს

30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე შსს–მ 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული რ.ა 31 დეკემბერს დააკავეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მუხიანში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა-მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ელექტროშოკის 4 დარტყმით პარალიზება მოახდინა ჩემზე და იძალადა" - ფიზიკური და სექსუალური ძალადობა თბილისში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო