გიგი უგულავა - ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა უვადოდ სასამართლოში, ჩვენ შეიძლება პოლიტიკაში აღარ ვიყოთ, ივანიშვილის ხსენებაც აღარ იყოს, მაგრამ ეს ადამიანები შეგვრჩნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ვიწროპარტიული ინტერესები გვერდზე გადადონ და სასამართლო სისტემის გადასარჩენად გაერთიანდნენ. ამის შესახებ გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გადაცემული მოსამართლეთა სია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შედგენილი.

„მე არ ვაპირებ თავი მოვიტყუო. ყველამ კარგად იცის უმრავლესობაშიც, უმცირესობაშიც, საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც ეს აინტერესებს, ყველამ ცალსახად იცის, რომ მოსამართლეების ეს სია არის დაწერილი და წარმოდგენილი პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ. მეტსაც გეტყვით, ეს იმდენად ბიძინა ივანიშვილის არის, რომ ეს ადამიანი მზად არის საკუთარი გუნდი გახლიჩოს. ბევრი უტიფარი და ჭორაობაზე ორიენტირებული განცხადება მოვისმინეთ: ვის რაში აინტერესებს ბესელიამ როდის რა იცოდა, ან რა თანამდებობას სთავაზობდნენ მას ზაფხულში? ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ხალხს მათი სკამების განაწილება არ აინტერესებს! ხალხს აინტერესებს ეს უვადო ბოროტება, ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა უვადოდ სასამართლოში. ეს მარტო ჩემი და თქვენი განსახილველი საკითხი არ არის! ეს მომავალი თაობის საკითხია. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები ინიშნებიან დღეიდან მინიმუმ პენსიამდე – დაახლოებით 20–30 წლით. ჩვენ შეიძლება პოლიტიკაში აღარ ვიყოთ, ბიძინა ივანიშვილის ხსენებაც აღარ იყოს, მაგრამ ეს ადამიანები შეგვრჩნენ, რომელთა რეპუტაცია არ ვარგოდა არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლანდელი ხელისუფლების დროს. ბესელიას, ფოფხაძისა და დანარჩენების პრობლემა სწორედ ეგაა, რომ ვიწროპარტიული კუთხით უყურებენ ამ ყველაფერს. სასამართლოს თუ ვიწროპარტიული კუთხით შევხედავთ და მათ ადეიშვილის ჯალათებს დავუძახებთ, მაშინ მე მათ ივანიშვილის ჯალათებს დავუძახებ. უამრავ ფაქტს მოგიყვანთ, სადაც ამ მოსამართლეებს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული. ამიტომ, პარტიულ ჭრილში თუ დავრჩებით, გაიმარჯვებს მარტო ივანიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ პულტზე ხელის დამჭერ 76 დეპუტატს იპოვის“, – განაცხადა უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რაოდენობის მხარდამჭრი დეპუტატი ივანიშვილს ეყოლება, რომლებიც მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარს დაუჭერენ. „ზოგზოგიერთები ივანიშვილზე ხბოს ისეთი აღტაცებით საუბრობენ, რომ საკუთარი დედის წინააღმდეგ დააჭერინებს ხელს“, – დასძინა უგულავამ.

კითხვაზე, რომელ დეპუტატებს გულისხმობს კონკრეტულად, უგულავამ განაცხადა, რომ მათი სახელები არც იცის. „მათი სახელი არის „ლეგიონ“, რადგან ეს არის უსახური მასა. სამწუხაროა, რომ პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობა პულტზე თითის დამჭერი ადამიანებია“, – აღნიშნა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო: "ყველამ ცალსახად იცის, რომ სია მოსამართლეების, არის წარმოდგენილი პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა