მაიკ პომპეო - უკრაინის დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მიესალმება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა იმ პირობებში, როდესაც უკრაინა საკუთარი მომავლის კონტურების განსაზღვრისკენ მიისწრაფის. აშშ მხარდაჭერას უცხადებს სუვერენულ და დამოუკიდებელ უკრაინას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, „აშშ განაგრძობს რელიგიური თავისუფლების მხარდაჭერას, მათ შორის, რელიგიური ჯგუფების წევრების, რელიგიის საკითხები გადაწყვიტონ საკუთარი მრწამსის შესაბამისად, გარე ჩარევის გარეშე“.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი მოაწერა ტომოსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს