სენატორი ლინდსი გრემი ტრამპს - ბატონო პრეზიდენტო, გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და ააშენეთ კედელი

გავლენიანი „რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრემი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მისაღებად.

„წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოზის უარმა, მოლაპარაკებები აწარმოოს სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე თუნდაც „შათდაუნის“ შეწყვეტის შემთხვევაში, ცხადყოფს, რომ კონგრესის ფარგლებში კედლის დაფინანსების საკითხზე გადაწყვეტილების მოძებნა ფაქტობრივად დასრულებულია. ბატონო პრეზიდენტო, „დემოკრატები“ კეთილსინდისიერად არ თანამშრომლობენ თქვენთან. გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და ააშენეთ კედელი“, - განაცხადა სენატორმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარს ეწვია. იგი ტეხასის შტატში რიო გრანდეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა. მას მესაზღვრეები ახლდნენ.

თეთრი სახლის ლიდერმა საზღვარზე ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კედლის მშენებლობის აუცილებლობას და განაცხადა,რომ თუ კონგრესი არ დაეთანხმება ამ ინიციატიას და არ დააფინანსებს კედლის მშენებლობას, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის მშენებლობის გამო უთანხმოების შედეგად კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც უკვე 20 დღეა აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა