Известия  - რუსეთმა ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების რუსეთის მოქალაქეებზე გაცვლის საკითხი შეიძლება განიხილოს

რუსეთმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების უკრაინაში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე გაცვლის საკითხი შეიძლება განიხილოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა Известия რუსულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის წყარომ დააზუსტა, რომ ბევრი რამე დამოკიდებულია უკრაინის მხარის მზადყოფნაზე, შეთანხმებას მიაღწიოს ამ საკითხში.

„მიუხედავად ამისა უნდა გვესმოდეს, რომ ახლა უკრაინელი მეზღვაურების გაცვლა შეუძლებელია. ისინი არ არიან სამხედრო ტყვეები, როგორც ამას უკრაინული მხარე ამტკიცებს. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც შეიძლება საუბარი გაცვლის შესახებ. უკრაინის ციხეებში საკმაოდ ბევრი რუსეთის მოქალაქეა, რომელთა გამოყვანა შეიძლება“, - განუცხადა გამოცემას დიპლომატიურმა წყარომ.

წყარომ ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარი ვერ გახორციელდება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვინაიდან „პეტრო პოროშენკო უცებ დაიწყებს ამის თავის გამარჯვებად გასაღებას“.

25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა