Foreign Policy - ბელარუსის ხელისუფლებამ ამერიკელი დიპლომატების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა

ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყანაში მომუშავე ამერიკელი დიპლომატების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა, - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს უეს მიტჩელს სატელეფონო საუბარში შეატყობინა ამის შესახებ.

„ეს დიდი ნაბიჯია. ეს ურთიერთობებში დათბობის დასაწყისია“, - განუცხადა გამოცემას ამერიკულმა დიპლომატიურმა წყარომ.

გამოცემა Foreign Policy აღნიშნავს, რომ ბელარუსის ხელისუფლების ამგვარმა ქმედებებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სერიოზული გაუმჯობესება შეიძლება გამოიწვიონ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ბელარუსმა ქვეყნიდან ამერიკის ელჩი გააძევა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მინსკს სანქციები დაუწესა. მაშინ ბელარუსი ასევე დატოვეს ამერიკელმა დიპლომატებმა, რის შემდეგაც ბელარუსში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა 10 დიპლომატით იყო შეზღუდული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა