თურქეთის პროკურატურამ 102 პირის, მათ შორის 58 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ ორგანიზაცია FETO-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, 102 პირის, მათ შორის 58 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა.

ქალაქ ადანას პროკურატურამ 52 სამხედრო დაკავების სანქცია გასცა, მათ შორის სერჟანტები და უმცროსი რანგის ოფიცრები არიან. კიდევ ექვსი სამხედრო დაკავების ორდერი კი, სტამბულის პროკურატურამ გასცა. დანარჩენი ეჭვმიტანილები სამოქალაქო პირები არიან.

აღნიშნული პირების დაკავების ოპერაცია დღეს დილით დაიწყო თურქეთის 21 პროვინციაში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში გიულენს ადანაშაულებს.

იხილეთ ვიდეო: თურქეთის პროკურატურამ 102 პირის, მათ შორის 58 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა