გიორგი კახიანი ბესელიას მიერ უმრავლესობის დატოვებაზე - ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა განცხადებებს გააკეთებს ეკა ბესელია და როგორ იმოქმედებს

იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა, მსჯელობა არ ყოფილა, ეს ალბათ, დამოკიდებული იქნება, თუ რა განაცხადებებს გააკეთებს ეკა ბესელია და როგორ იმოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კაჭრეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან შეკრებილი.

„საუბარია იმაზე, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც დაადგენს კრიტერიუმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენა სასამართლოში. ეს მოხდება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ კონკრეტულ მოსამართლეებზე. უმრავლესობის რიგებში არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა არც მოგვიწევს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული ეკას ქმედებებზე, თუ რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი არ დადგება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო