მიხეილ კალანდიას ძმა სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების დეტალებზე არ საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

მან თბილისის საქალაქო სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტებთან განმარტება მისმა უფლებადამცველმა, ანა კოტეტიშვილმა გააკეთა, თუმცა, კალანდიას ჩვენების მიცემის შინაარსთან დაკავშირებით, არ უსაუბრია.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სხდომა დახურულია, გაუთქმელობაზე ვართ გაფრთხილებული. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ლუკა კალანდიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა. თუმცა, რა შინაარსის იყო და რაზე ისაუბრა, ამას ვერ მოგახსენებთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თენგიზ კალანდიას დაკითხვა. ბუნებრივია, ვიცი რა ინფორმაციას ფლობს, თუმცა, ვერ გავაკეთებ კომენტარს", -განაცხადა კოტეტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება, მამა-შვილ ლუკა და თენგიზ კალანდიებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვას ედავება. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

რაც შეეხება, დ.ღ.-ს, ის 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

იხილეთ ვიდეო: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს პროცესზე მიხეილ კალანდიას ძმა დაიკითხა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო