მოსკოვის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მოსკოვში „შერემეტიევოს“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მესაზღვრეს ფულს სთავაზობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„წინასწარი გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2019 წლის 9 იანვარს 10:20 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, საერთაშორისო აეროპორტი „შერემეტიევოს“ სასაზღვრო კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელს საქართველოს მოქალაქემ 50 ათასი რუბლის ოდენობის ქრთამი გადასცა არაკანონიერი ქმედებების განსახორციელებლად, რუსეთის ტერიტორიაზე ჩინეთის მოქალაქის შეშვებისთვის, რომელსაც აქამდე უარი ეთქვა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ რუსეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე შეატყობინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა