„ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა

„ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლა ე.წ. ღორის გრიპის გამო შეიზღუდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩიკვაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები და ის ადამიანები გადმოდიან, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

„სეპარატისტული მხარე აცხადებს, რომ „ღორის გრიპთან“ დაკავშირებით შემოიღეს კარანტინი და ამიტომ არის შეზღუდული გადაადგილება. ზუგდიდიდან მოქალაქეები, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტები გააჩნიათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიან, ხოლო იქიდან აქეთ გადმოსვლა არის შეზღუდული. გადმოდიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მიწვევით იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ენგურჰესის თანამშრომლები, რომლებიც ცვლაში შეიცვალნენ“, - ამბობს ჩიკვაიძე.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან დილით ზუგდიდში უნდა გადმოსულიყო, განაცხადა, რომ ე.წ. საზღვართან არ გაატარეს. მისივე ინფორმაციით, საგუშაგოსთან რიგებია, რუსი „მესაზღვრეები“ კი პირბადეებითა და ხელთათმანებით გადაადგილდებიან.

„აფხაზებმა გვითხრეს, ხიდი გადაკეტილი კარანტინის გამო არის და 25-მდე ასე იქნებაო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა