„რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების გამო, EMC შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების გამო, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“( EMC) შს სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს.

EMC-ს ინფორმაციით, დადაევი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას 7 ნოემბერს ცდილობდა, თუმცა შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მას უარი უთხრა.

EMC-ს შეფასებით, „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტისთვის, ასლანბეკ დადაევისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.

„ასლანბეკ დადაევი 14 წელია, „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთი კავკასიის ბიუროში მუშაობს და აქტიურად აშუქებს ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მას ხშირად უწევდა სამუშაო ვიზიტები საქართველოში და აქტიურად წერდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურის საკითხებზე. 2018 წლის შემოდგომაზე, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ასლანბეკ დადევი პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე ამზადებდა მასალას.

საქართველოში ბოლო ვიზიტიდან მალევე, მას კვლავ სურდა ქვეყანაში დაბრუნება, თუმცა 2018 წლის 7 ნოემბერს ის საზღვარზე არ შემოუშვეს. უარის საფუძვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დადაევი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. სამინისტროს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი კანონმდებლობის, რა სახის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა დადევი.

EMC მიიჩნევს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, ამკვიდრებს თვითნებურ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც შსს-ს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უკანონო და ზოგჯერ დისკრიმინაციული შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, EMC მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პრაქტიკა არსებით რევიზიას საჭიროებს, რადგან ის შსს-ს მხრიდან ადამიანის უფლებების თვითნებური დარღვევის იარაღი ხდება. ჟურნალისტებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კი მედია საქმიანობისთვის ხელის შეშლის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიუღებელ პრაქტიკას ქმნის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს