პაატა ზაქარეიშვილი - ეკა ბესელიამ კარგი პოლიტიკური ალღო გამოაჩინა - ჩანდა, რომ მას მოიშორებდნენ და იმ დროს წავიდა, როცა მას აწყობდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნების წინ კომპრომატებს „გამოყრიან“.

როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ნებისმიერი განცხადება, რაც ეკა ბესელიას ეხება, მის რეიტინგს ამაღლებს.

„აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილონი არიან ბევრი რაღაცით, რადგან არჩევნების პირველმა ტურმა „ქართულ ოცნებას“ კატასტროფული შედეგები მოუტანა. მე არ მეგონა, თუ ასე მალე დაიწყებოდა ეს ყველაფერი. აშკარაა, რომ ბესელიამ კარგად გამოიყენა სიტუაციაა, რადგან აშკარაა, რომ ძველი გვარდია უკვე მიდიოდა, ამიტომ მართლა ძალიან კარგად გამოიყენა მოსამართლეების თემის მეთოდი. გადაწყვეტილება მისთვის ხელსაყრელ დროს მიიღო, ანუ მაშინ, როცა პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების სიები შევიდა. ის მაინც წამსვლელი იყო, მაინც ჩანდა, რომ მას მოიშორებდნენ ახლა თუ არა, არჩევნების წინ მაინც, სიების დადგენის დროს. ჭკვიანურად მოიქცა და იმ დროს წავიდა როცა მას აწყობდა. როგორც ჩანს ბესელიას ძველი გვარდია გაყვება. „ნაციონალური მოძრაობაც“ ხელს შეუწყობს, რომ ეს სია ყოვლად მიუღებელია და ა.შ. და ამით ის უფრო გაძლიერდება. ნებისმიერი მოძრაობა ბესელიას წინააღმდეგ, მხოლოდ აძლიერებს მას. ნებისმიერი შეტევა მის წინააღმდეგ მხოლოდ გააძლიერებს მას. ნებისმიერ შემთხვევაში თუ მოსამართლეთა ეს სია დარჩება, ბესელიას რეიტინგი აიწევს, ხოლო თუ ჩავარდება ბესელია იტყვის, რომ ხომ ხედავთ, ამიტომ წავედიო. ის ნებისმიერ შემთხვევაში ქულებს იწერს. სხვა საკითხია არჩევნების წინ რას გამოუყრიან კომპრომატებს, ეს მოსალოდნელია და ბუნებრივიც იქნება, მე დარწმუნებული ვარ საშინელება იქნება 2020 არჩევნების წინ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა დაიწყება ჩაწერები, მოსმენები და არჩევნების წინ დაიწყება კომპრომატების გამოჩენა.

ზაქარეიშვილის თქმით, მას ბესელიას ბევრი რამ არ მოსწონს, „თუმცა ფაქტია, რომ კარგი პოლიტიკური ალღო გამოაჩინა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა