პაატა ზაქარეიშვილი - ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები, კაცს, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს, გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა

ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები, კაცს, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს, გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

„მე მომწონს ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, როგორც იქნა, ქვეყანაში დაბრუნდა პოლიტიკა. ორი წელი იყო სრული სტაგნაცია, პოლიტიკას თავისი წესები აქვს და ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები. კაცს, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს, გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა, ეს სულ სხვა აზარტია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებას, ზაქარეიშვილი არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკუთარ თავს ვერც ერთ პარტიაში ვერ ხედავს.

„მე პოლიტოლოგი ვარ, თუმცა ახლა მე ვერ ვხედავ ჩემს პარტიას. პარტიის გარეშე შეუძლებელია პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ ახლა მე ვერ ვხედავ პარტიას, რომლითაც ჩემი თავის რეალიზებას მოვახდენდი. მე არასდროს ვამბობ „არასდროს“, თუმცა მეეჭვება 2020-მდე ისეთი რამ მოხდეს, რომ რომელიმე პარტიაში დავბრუნდე. მესამე ძალის გამოჩენა მეეჭვება, თუმცა ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილმა მხარდამჭერები შემოიკრიბოს, ასევე მგონია, რომ „ქართული ოცნებაც“ შეიცვლება და ახალ რეალობას შესთავაზებს ამომრჩეველს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს