ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებული მძღოლის, შარდენ ონიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იმსჯელებენ. პროცესი 15:00 საათზე ჩაინიშნა.
თუმცა, ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი მისი დასწრების გარეშე გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, ვახტანგ თალაკვაძემ მიაწოდა.
შარდენ ონიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. ის "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" გადის მკურნალობას.
ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიას, რომელშიც სასწრაფოს მძღოლი მონაწილეობდა, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.