ლევან გოგიჩაიშვილი გია ვოლსკიზე - ვიდრე ადამიანები პირს გააღებენ, გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში

ვიდრე ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გია ვოლსკის მიერ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ამ პოზიციებით ერთ გუნდში ყოფნა შეუძლებელია“. მისივე თქმით, ეკა ბესელია ორშაბათს ყველა საკითხზე თავად ისაუბრებს.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ორააბათს ექნება ურთიერთობა მედიასთან და ისაუბრებს ყველა საკითხზე. მის მაგივრად სხვას ვერ შევაფასებ. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი, სანამ ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეორე პლანზე იწევს გარიცხვის საკითხი.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა