ყველაზე უმნიშვნელოა, გამრიცხავენ თუ არ გამრიცხავენ, შემაქებენ თუ მედალს ჩამომკიდებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი ასევე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი შექმნის სასამართლოს მომავალს.
„ჩვენ ვუპირისპირდებით პროცესს, სიას, ამ ქვეყანაში სასამართლოს მომავლის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. პროცესი უკვე არის პარლამენტს გარეთ გასული. პროცესის თანამონაწილეა ჩვენი საზოგადოება. შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ პარლამენტში შევქმნით კარგი სასამართლოს მომავალს. დანარჩენი არის პროცესი და გვაჩვენებს, რა როგორ განვითარდება. ყველაზე უმნიშვნელოა, გამრიცხავენ თუ არ გამრიცხავენ, შემაქებენ თუ მედალს ჩამომკიდებენ“,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.