2018 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში თავშესაფარი უცხოეთის 82 მოქალაქეს მისცეს

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უცხოეთის 82 მოქალაქეს მისცეს, საიდანაც 51-ს ლტოლვილის, ხოლო 31-ს ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში თავშესაფარი 930 პირმა მოითხოვა, საიდანაც ყველაზე მეტი - 216 ირანის, 76 იემენის და 72 ერაყის მოქალაქეა.

რაც შეეხება იმ ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობას, რომელთაც საქართველოში თავშესაფარი ყველაზე მეტჯერ მიენიჭათ, მათი ჩამონათვალი ასეთია: ეგვიპტე - 20 მოქალაქე (ლტოლვილის სტატუსი); იემენი - 18 (ჰუმანიტარული სტატუსი); ერაყი - 15 (ლტოლვილის სტატუსი).

აღსანიშნავია, საქართველოში საერთაშორისო დაცვა ყველაზე ნაკლები რაოდენობით სომალის (1 მოქალაქე); რუსეთისა (1 მოქალაქე) და პაკისტანის (1 მოქალაქე) მოქალაქეებს მიენიჭათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს