სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი განსახილველად წარუდგინა.

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი კანდიდატურა: გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატები, საქართველოს პარლამენტს განსახილველად 10 იანვარს წარუდგინა.