ქართველმა სამხედროებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმიტირებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სამედიცინო ჯგუფთან და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთან ერთად გეგმურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს მართვის ცენტრთან და მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მოქმედების დახვეწა, ასევე კრიტიკულ სიტუაციაში ინციდენტის ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების დროს სამხედროებს პირობითად დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოუწიათ, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სახმელეთო სამედიცინო ევაკუაციაც განახორციელა.

წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა