ქუთაისში და ბათუმში გრიპის ვირუსით ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ქუთაისში და ბათუმში ორი მამაკაცი გრიპის ვირუსით დაიღუპა. შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცის ვირუსით გარდაცვალება ლაბორატორიულად დადასტურებულია. ასევე, დღეს დილით დადასტურდა მეორე შემთხვევაც, ბათუმში მამაკაცის ვირუსით გარდაცვალება. ანუ დღევანდელი რიცხვით ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული სამწუხაროდ 15 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო