დავით ჭიჭინაძე - ასეთი საუბარი, როგორიც გია ვოლსკის სჩვევია კოლეგებზე, კომკავშირული გადმონაშთია

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებას ეკა ბესელიასთან დაკავშირებით "კომკავშირულ გადმონაშთს" უწოდებს. ჭიჭინაძის შეფასებით, ვოლსკისგან ასეთი განცხადებები გასაკვირი არ არის.

„მათი პრობლემაა რამდენად მისაღები იქნება "ქართული ოცნებისთვის" დეპუტატებთან განშორება. ეს საკითხი არ ეხება მარტო ეკა ბესელიას, ბევრი დეპუტატი დგას ამ აზრზე მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით. ასეთი საუბარი, როგორიც ვოლსკის სჩვევია კოლეგებზე, კომკავშირული გადმონაშთია. პარტია, რომ გაკიცხავდა ვინმეს, შემდეგ ერთიანად კიცხავდნენ ყველა ქვემდებარე რგოლები. ვოლსკისგან ასეთი განცხადებები გასაკვირი არ არის",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

გია ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ბესელია თანამდებობიდან გადადგომის წინაპირობაზე საუბრისას, მოსამართლეების საკითხით აპელირებს. „ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით - როგორი ფორმით მოხდება დაცილება ან საერთოდ მოხდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო