აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა  ე.წ. საზღვარზე კარანტინი ორი თვით შემოიღო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ე.წ. საზღვარზე კარანტინი ორი თვის ვადით შემოიღო.

როგორც დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, „საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, რაც H1N1 გრიპის შტამს უკავშირდება, აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა 10 იანვრის 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები ორი თვის ვადით დააწესა“.

„შეზღუდვა წესდება საქართველოდან უცხოელი მოქალაქეების შემოსვლაზე და ასევე აფხაზეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გასვლაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს