დავით ჭიჭინაძე - თავისუფლებამ ეტყობა თავბრუ დაახვია სერგო მეთოფიშვილს და ორიენტირი აერია

თავისუფლებამ ეტყობა თავბრუ დაახვია მეთოფიშვილს და ორიენტირი აერია საით არიან დეპუტატები და საით მოსამართლეები, - ასე აფასებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე მისი კოლეგების მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებებს. ჭიჭინაძე ურჩევს მეთოფიშვილს თავისუფლებაზე საუბარს თავი გაანებოს.

„თავისუფლებამ ეტყობა თავბრუ დაახვია მეთოფიშვილს და ორიენტირი აერია საით არიან დეპუტატები და საით მოსამართლეები. ამიტომ ჯობია ისევ იმ სიბინძურეში დაბრუნდეს და თავისუფლებაზე საუბარს თავი დაანებოს. დეპუტატები - გოგიჩაიშვილი იქნება, ჭიჭინაძე თუ სხვები, საზოგადოებას დაიცავენ ამისთანა უსამართლო მოსამართლეებისგან",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

„ბატონ გოგიჩაიშვილს, ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს ვურჩევ, ნუ აწვდიან საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე, როგორც მოსამართლე, ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მეთოფიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან და საერთოდ გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე“. მეთოფიშვილის შეფასებით, გოგიჩაიშვილის ეს განცხადება სასამართლო სისტემისა და მოსამართლეებისთვის შეურაცხმყოფელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს