პედიატრი - შესაძლოა, სწავლის დაწყების შემდეგ მომართვიანობამ მოიმატოს, მაგრამ არ მგონია, რომ იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს, რაც მანამდე გვქონდა

შესაძლოა, სწავლის დაწყების შემდეგ მომართვიანობამ მოიმატოს, მაგრამ არ მგონია, რომ იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს, რაც მანამდე გვქონდა, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მიმართვიანობა შემცირებულია, რაც სავარაუდოდ, სასწავლო პროცესის გადადებამ გამოიწვია.

„ჩემი პაციენტების 1/3 ან 2/3 მეტნაკლებად ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1-ია, თუმცა, როცა პაციენტი ამბულატორიულად მოგვმართავს, მას ლაბორატორიულად დადასტურება არ სჭირდება, რადგან გრიპის სიმპტომები არის მაღალი ცხელება, თავისა და ყელის ტკვილი, ზოგ შემთხვევაში ხველა და ა.შ. თუ ასეთი სიმპტომები აღინიშნება, მაშინ, ფაქტობრივად, კლინიკურად დასტურდება, რომ ეს არის H1N1”,- აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო