სერგო რატიანი - არ არსებობს არანაირი მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი, კონფლიქტის სათავეც ეს არის

„ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირების სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს ერთპიროვნულად მართოს როგორც სასამართლო, ისე საპარლამენტო უმრავლესობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა. იგი მმართველ გუნდში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ამ ისტორიის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს სასამართლო ერთპიროვნულად მართოს, ისევე როგორც უნდა მართოს სხვა ინსტიტუციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა. არ არსებობს საქართველოში არანაირი საპარლამენტო უმრავლესობა ან მმართველი გუნდი. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი. ამ კონფლიქტის სათავე არის სწორედ ეს",- განაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო